ავტორი:

ჯპს-მ აქსის თაუერსში მოლის ტიპის მე-5 ფილიალი გახსნა

ჯპს-მ აქსის თაუერსში მოლის ტიპის მე-5 ფილიალი გახსნა

ჯპს-მ თბილისში, ჭავჭავაძის #37-ში მდებარე „აქსის ბიზნეს ცენტრში“ მცირე ზომის მოლის ტიპის მეორე სივრცე გახსნა, რომელიც ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის სხვადასხვა პროდუქტსა და სერვისს აერთიანებს.

ამასთან, აფთიაქში წარმოდგენილია ოპტიკის ცნობილი ფრანგული ბრენდის „აფლელუ პარიზის“ პროდუქცია. აღნიშნულ სივრცეში ნახავთ ისეთ ცნობილ ბრენდებსაც როგორიცაა „ტომ ფორდი“, „მაიკიტა“, „გუჩი“, „რეიბანი“ და უამრავი სხვა.

აღსანიშნავია, რომ „აფლელუ პარიზის“ პროდუქციაზე მოქმედებს ბრენდის ცნობილი „ჩინ-ჩინ“ აქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი სათვალის შეძენის შემთხვევაში, მეორეს „აფლელუს“ კოლექციიდან მხოლოდ 1 ლარად მიიღებთ. ეს შეთავაზება „აფლელუ პარიზს“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს და ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მცირე ზომის მოლის ტიპის ახალი სივრცე მომხმარებელს სთავაზობს შოპინგის სრულიად ახალ გამოცდილებას, კომფორტულ სერვისს და რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას როგორც ჯანმრთელობის, ისე სილამაზის მიმართულებით.

ჯიპისი უკვე 26 წელია, რაც მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მუდმივი ინოვაციებითა და საინტერესო პროექტებით მან შეძლო, დაემტკიცებინა, რომ ჯიპისი მართლაც არის აფთიაქი და მეტი. რაც მთავარია, ბრენდისთვის ხარისხი იყო და არის #1 მიმართულება.

R