ავტორი:

ინდოელი წყვილი შვილსა და რძალს იმის გამო უჩივის, რომ "შვილიშვილს არ უჩენენ“ - უჩვეულო საქმის დეტალები

ინდოელი წყვილი შვილსა და რძალს იმის გამო უჩივის, რომ "შვილიშვილს არ უჩენენ“ - უჩვეულო საქმის დეტალები

ინდოელი წყვილი უჩივის თავის ერთადერთ ვაჟსა და მის მეუღლეს იმის გამო, რომ ექვსწლიანი ქორწინების მიუხედავად, ისინი შვილიშვილს არ უჩენენ.

სანჯიევი და დაჰჰანა პრაშედები ამბობენ, რომ მათ მთელი თავიანთი დანაზოგი შვილის აღზრდისთვის გამოიყენეს, მისცეს განათლება, გადაუხადეს მდიდრული ქორწილი და თუ ერთი წლის განმავლობაში შვილიშვილი არ დაიბადება, მშობლები შვილისგან კომპენსაციის სახით, 650 000 დოლარს ითხოვენ.

შვილი და რძალი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მამა კი ამბობს, რომ მან დახარჯა მთელი თავისი დანაზოგი, რათა შვილი სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეგზავნა, სადაც მან მფრინავობა ისწავლა. როგორც Times of India წერს, ინდოეთში ბიჭი 2007 წელს დაბრუნდა, თუმცა ორი წლის განმავლობაში სამსახური არ ჰქონდა და მას ფინანსურად მშობლები ეხმარებოდნენ.

განაწყენებული მშობლები

ბოლოს კი შრიმ მუშაობა მფრინავად დაიწყო. 2016 წელს დაქორწინდა. მშობლებმა დიდი და მდიდრული ქორწილი გადაუხადეს იმ იმედით, რომ შვილიშვილს გაუჩენდნენ. ქორწილი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გამართეს და წყვილი საზღვარგარეთ გაუშვეს თაფლობის თვის გასატარებლად და ყველაფერში 80 000 დოლარი დახარჯეს.

"ჩემი შვილი ექვსი წელია დაქორწინებულია, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ გეგმავენ ბავშვის გაჩენას“, - ამბობს განაწყენებული მამა. მომჩივანი მხარის ადვოკატი ამბობს, რომ მშობლები შვილს "მენტალური შევიწროების საფუძველზე“ უჩივიან.

"ყველა მშობლის ოცნებაა გახდეს ბებია და ბაბუა. ისინი წლებია ამას ელოდებიან“, - ამბობს უფლებადამცველი.

ცნობილია, რომ საქმეზე სასამართლო სხდომა 17 მაისს გაიმართება.