ავტორი:

"საერთოდ ადამიანი დარჩა ცარიელი ლანდი. პატიმრობა უნდა შეწყდეს დროებით“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

"საერთოდ ადამიანი დარჩა ცარიელი ლანდი. პატიმრობა უნდა შეწყდეს დროებით“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მის შვილს ინტენსიური მკურნალობა სჭირდება.

"საერთოდ, ადამიანი დარჩა ცარიელი ლანდი. რამდენი კვლევაც არ უნდა ჩაუტარდეს, მას სჭირდება მკურნალობა. ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. კლინიკას არ აქვს ასეთი გამოცდილება. თვითონ ექიმები ამბობენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ პოზიციაზე აგრძელებენ დგომას და აგრძელებენ ისევ რუსეთის სამსახურში ყოფნას.

პატიმრობა უნდა შეწყდეს დროებით, ვიდრე მას სჭირდება მკურნალობა“, - ამბობს გიული ალასანია "ფორმულასთან.“

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან სამკურნალოდ თბილისში, "ვივამედის“ კლინიკაში გადმოიყვანეს.