ავტორი:

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა - "ცენტრალურ ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა"

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა - "ცენტრალურ ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა"

ხაშურში მომხდარ ავარიას 13 წლის ნიკოლოზ ბანცაძე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. მოზარდი ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა.

ის მძიმე დაზიანებებით თავდაპირველად ხაშურში, "ევექსის" კლინიკაში, შემდეგ კი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც AMBEBI.GE-ს თვითმხილველები უყვებიან, ავტომობილს, რომელიც მოზარდს დაეჯახა, 18 წლის ახალგაზრდა მართავდა და ის მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

"აღნიშნულ ქუჩაზე საყოფაცხოვრებო დანიშნულების არაერთი ობიექტია და ამის გამო ავტომობილები აქ სწრაფად არ გადაადგილდებიან. თუმცა ეს ავტომობილი, რომელიც ნიკას დაეჯახა, საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა", - გვიყვებიან თვითმხილველები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.