ავტორი:

"უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსებს უკან ახევინებენ... მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას იწყებენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს ხარკოვის ოლქის გუბერნატორი?

"უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსებს უკან ახევინებენ... მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას იწყებენ" - რა ინფორმაციას ავრცელებს ხარკოვის ოლქის გუბერნატორი?

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსებს უკან ახევინებენ და მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნებას იწყებენ.

ამასთან, ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ საშიშია და დაბრუნებამდე ადამიანებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა გაითვალისწინონ. გუბერნატორის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ოლქი ბევრ ადგილას დანაღმეს.

"რუსები ქალაქს არ უტევენ, მაგრამ მათი სამიზნე ოლქის სხვადასხვა დასახლებებია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოდუნება ჯერ ადრეა”, - განაცხადა გუბერნატორმა.

"მოვუწოდებ ყველას, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ განგაშზე და ქუჩებში გამოსვლისგან თავი შეიკავონ" - დასძინა მან.