ავტორი:

"მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არ არის" - უკრაინა "ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია

"მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არ არის" - უკრაინა "ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია

უკრაინა "ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია.

"კალუშის“ ბენდი 631 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

გამოსვლის ბოლოს ჯგუფმა მსოფლიოს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას.

"გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინას, დაეხმარეთ მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე“, - აღნიშნეს მათ.

"ტელეგრამის“ საკუთარ არხზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა "კალუშის“ ბენდს გამარჯვებისთვის და ასევე, ყველას, ვინც კონკურსში ხმა უკრაინას მისცა.

უკრაინის პრველმა პირმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მომავალი წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უმასპინძლოს.

"დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვებული აკორდი შორს არ არის“, - დასძინა ზელენსკიმ.

კონკურსის გამარჯვებული ტრადიციულად მომდევნო წლის ფინალს მასპინძლობს, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, უცნობია სად გაიმართება ევროვიზია 2023 წელს.ცნობისთვის, იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სიმღერის კონკურსში მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, რაც 1998 წლის შემდეგ ქვეყნის საუკეთესო შედეგია.