ავტორი:

"უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება... რუსეთის ომი უკრაინაში არ მიდის ისე, როგორც მოსკოვმა დაგეგმა" - იენს სტოლტნბერგი

"უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება... რუსეთის ომი უკრაინაში არ მიდის ისე, როგორც მოსკოვმა დაგეგმა" - იენს სტოლტნბერგი

უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"რუსეთის ომი უკრაინაში არ მიდის ისე, როგორც მოსკოვმა დაგეგმა. მან ვერ აიღო კიევი. ისინი უკან იხევენ ხარკოვის გარშემო. მათი მთავარი შეტევა დონბასში შეჩერებულია. რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენმდივნის თქმით, უკრაინელები მამაცურად იცავენ საკუთარ სამშობლოს, ამაში კი მათ მოკავშირეები ეხმარებიან, რომლებმაც ოფიციალურ კიევს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება მიაწოდეს.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღიაა შვედეთისა და ფინეთისთვის. ჩრდილო ევროპული ქვეყნების აღნიშნულ გადაწყვეტილებას მან "ისტორიული" უწოდა.