ავტორი:

"ეს უფრო სოციალური გადარჩენის გზად მეჩვენება" - რას გეგმავს ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრეზიდენტი და რას ელის რეგიონის მოსახლეობა  "რეფერენდუმისგან"

"ეს უფრო სოციალური გადარჩენის გზად მეჩვენება" - რას გეგმავს ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრეზიდენტი და რას ელის რეგიონის მოსახლეობა  "რეფერენდუმისგან"

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ე.წ. რეფერენდუმის მოლოდინშია. უკვე ყოფილმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა "რეფერენდუმი" 17 ივლისს დანიშნა, რის გამოც, ახალი "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი აკრიტიკებს. მისივე თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას ემხრობა, მაგრამ მაგრამ თარიღთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიცია აქვს.

"ცალკე საკითხია დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც რეფერენდუმის მოწვევის შესახებ განკარგულების გამოცემა და მისი ჩატარების დაჩქარება აუცილებელია... “ - ამბობს გაგლოევი.

ალან გაგლოევი

მისივე თქმით, გაუგებარია რატომ მიიღო ბიბილოვმა ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, შეთანხმების გარეშე, მით უფრო, იცოდა, რომ "რეფერენდუმისთვის" მთელი რიგი ღონისძიებები გაგლოევმა უნდა გაატაროს, რასაც ემატება, ახალი "პრეზიდენტის" მოსვლის შემდეგ განსახორციელებელი საკადრო ცვლილებები.

"სამხრეთ ოსეთის – ალანიის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ჩემი ქმედებები გამოცხადებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვაზე, კონსულტაციების გამართვასა და რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებების იმპლემენტაციაზე იქნება კონცენტრირებული"მ - განაცხადა გაგლოევმა.

მისივე თქმით, გაურკვეველია, ჰქონდა თუ არა კოორდინაცია ბიბილოვს რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილ პირებთან, მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

"იმედია, ასე იყო, თორემ 1992 წლის რეფერენდუმის ბედი შეიძლება განმეორდეს. ცნობისთვის, მათ, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ 2014 წელს,, ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში გაერთიანების რეფერენდუმები რუსეთთან შეთანხმების გარეშე გაიმართა. მას შემდეგ რვა წელი გავიდა, მაგრამ მათ მიზანს ისევ ვერ მიაღწიეს", - აცხადებს გაგლოევი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეფერენდუმზე რეგიონის მოსახლეობას მოუწევს უპასუხოს კითხვაზე - “უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?”

ადგილობრივები ekhokavkaza.com-თან საუბარში ამბობენ, რომ სურთ, გაგლოევმა შეძლოს და რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს.

"გვსურს ცხინვალი განვითარადეს, რაღაცები მოწესრიგდეს, ცივილიზაცია შემოვიდეს, რათა მეტი ხალხი ჩამოვიდეს დასასვენებლად, მინდა, მათ სურდეთს აქ ჩამოსვლა... ხალხს ნორმალური პენსია ჰქონდეს, შემოსავალი ჰქონდეს, სამსახურები, სტაბილური შემოსავალი, რათა თავიანთ პრობლემებს აგვარებდნენ, ინფრასტრქტურა მოწესრიგდეს", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

  • სხვებს მიაჩნიათ, რომ ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს. არ აქვთ განცდა, რომ გაგლოევი შეძლებს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და რეგიონის სტაბილურად განვითარებას, კეთილდღეობისთვის საჭირო პირობების შექმნას.

"ჩვენი ლიდერები, რუსეთთან შეერთებით უკეთეს გამოსავალს ეძებენ, ასე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებას ელიან. უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც საქართველოსგან ელით, მაგრამ ეს უფრო თავის მართლება მგონია. არ ვარ წინააღმდეგი ჩრდილოეთ ოსეთს შევუერთდეთ და "ალანიას" სახელით შევიდეთ რუსეთის შემადგენლობაში, იმედია, თვითმყოფადობასაც შევინარჩუნებთ, თორემ სხვანაირად, გამოდის, რომ რუსეთთან შეერთებისთვის გვირძოლია, ჯერ 90-იან, შემდეგ კი, 2008 წელს წელს, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები შეეწირნენ. ისიც მესმის, რომ ასე შემდეგშიც უსაფრთხოდაც ვიგრძნობთ თავს, მაგრამ ენა და ადათი უნდა შევინარჩუნოთ, იმედია ასე იქნება", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალინა ხუბაევა.

"ეს რეფერენდუმი უფრო სოციალური გადარჩენის გზად მეჩვენება, ვიდრე ეროვნულ ნაბიჯად და ახლა ამის მიზეზენზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ძალიან დაბალი ხელფასი მაქვს, ჩემს გარშემოც უმეტესობა ასეა, ამიტომ რუსეთის შემადგნელობაში თუ შევალთ, თუ ისინიც დაგვთანხმდნენ, იმედია, რააღაც სტაბილურობა იქნება", - წერს ვასილ სუხაევი.