ავტორი:

"სიურპრიზი იყო, რომ პუტინი ასე მშვიდად და ცივად შეხვდა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას" - ფინეთის პრეზიდენტი

"სიურპრიზი იყო, რომ პუტინი ასე მშვიდად და ცივად შეხვდა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას" - ფინეთის პრეზიდენტი

უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ისინი [რუსეთი] მზად არიან თავს დაესხნენ დამოუკიდებელ მეზობელ ქვეყანას , - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ CNN-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ის გააკვირვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მშვიდმა რეაქციამ, როდესაც ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

”სინამდვილეში, სიურპრიზი ის იყო, რომ მან ეს ასე მშვიდად და ცივად მიიღო, მაგრამ უსაფრთხოების პოლიტიკაში, განსაკუთრებით რუსეთთან საუბრისას, უნდა გაითვალისწინო, რომ ის, რაც მან თქვა, არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის კარგად ინფორმირებული არ უნდა იყო, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, პრობლემები მოახლოებული არ არის”, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ნიინისტომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი "გაოცებულია" თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კომენტარებით, არ ფიქრობს, რომ თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას დაბლოკავს.