ავტორი:

რუსმა ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტომობილს, რომელშიც ბავშვები ისხდნენ, ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტომობილს, რომელშიც ბავშვები ისხდნენ, ცეცხლი გაუხსნეს

სევეროდონეცკიდან ლუგანსკის ოლქისკენ მიმავალ საევაკუაციო ავტომობილს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დღის განმავლობაში სევეროდონეცკიდან 10 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის, ევაკუაცია მოხერხდა. "სევეროდონეცკში ოკუპანტები აშინებენ მცხოვრებლებს, ანადგურებენ სახლებს. მისი დატოვების მსურველთა რაოდენობა იზრდება.

საპატრულო პოლიციამ შეძლო 10 ადამიანის გამოყვანა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ადამიანები ახლა უსაფრთხო ადგილას არიან", - აცხადებს გუბერნატორი.