ავტორი:

"ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა..." - ექსპერტი

"ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა..." - ექსპერტი

მოლოდინი, რომ 9 მაისს რუსეთი უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებდა და საყოველთაო მობილიზაციას დაიწყებდა, არ გამართლდა. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვში, წითელ მოედანზე, აღლუმი არც შთამბეჭდავი გამოდგა და მაინცდამაინც არც საზეიმო ელფერი დაჰკრავდა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვაც უფრო თავის მართლებას ჰგავდა უკრაინაში წამოწყებული ომის გამო და მუქარის ელემენტებსაც ნაკლებად შეიცავდა. ფაქტია, რუსეთი საბრძოლო წარმატებას მაინცდამაინც ვერ აღწევს, მეტიც - უკრაინელებმა მოახერხეს ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება. "უკრაინამ აიძულა რუსეთი თავისი სამიზნეები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა და ომი გრძელვადიან ფაზაში გადადის,“ - განაცხადა ორიოდე დღის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა. მისი თქმით, 24 თებერვალს თავდასხმის შემდეგ მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში კაპიტულაციას გამოაცხადებდა და კრემლი იქ ახალ რუსულ სისტემას შექმნიდა, მაგრამ უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, რომ უკრაინის არმიამ და მოსახლეობამ ოკუპანტები მოიგერიეს და მათი გეგმაც ჩაშალეს. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომის ეს გრძელვადიანი ფაზა და გამარჯვების რა შანსი აქვს უკრაინას? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ, ჩემი შეფასებით, უკრაინაში საომარი ვითარება წლის ბოლომდე მაინც გაგრძელდება. თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდოდა. ომის მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთს მცირე წარმატებაც კი უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება. რაც უფრო გაგრძელდება ომი, მით უფრო დასუსტდება რუსეთი, უკრაინა კი, ვხედავთ, რომ სამხედრო თვალსაზრისით სულ უფრო ძლიერდება და უდიდეს ფინანსურ დახმარებასაც იღებს. ჩემი აზრით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. აუცილებელია რუსეთის მმართველი რეჟიმის სრული დემონტაჟი. ევროპა და მსოფლიო აღარ აპირებენ მსგავსი რეჟიმის ატანას. მხოლოდ პუტინის შეცვლა, სისტემის დემონტაჟის გარეშე, აბსოლუტურად არასწორი იქნება, რადგან ცოტა ხანში იგივე განმეორდება - დაახლოებით 10 წელიწადში რუსეთი ისევ გაძლიერდება და მსოფლიოც იმავე პრობლემების წინაშე დადგება. გორდიას კვანძი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას და დღეს უკრაინა, მთელი მსოფლიოს დახმარებით, ამას აკეთებს.

- უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ძვრების მომსწრენი ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ახალი მსოფლიო ჩვენ თვალწინ ყალიბდება. ისმის კითხვა: სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო? მოგეხსენებათ, ჩვენ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკომისიას უკვე ჩავაბარეთ ევროკავშირის კანდიდატობის კითხვარის პასუხები, რაც ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, ამის მიუხედავად, არაერთი საყვედური ისმის ხელისუფლების მისამართით, რომ ის არ არის აქტიური და არ ცდილობს მომავალ განახლებულ მსოფლიოში საკუთარი ადგილისთვის ბრძოლას.

- ბევრი ამბობს, რომ კანდიდატობის მინიჭების გზაზე უკრაინას მეტი შანსი აქვს, ვიდრე საქართველოსა და მოლდოვას, მაგრამ მე ასე არ მგონია. ვფიქრობ, კანდიდატობას დაჩქარებულად მიანიჭებენ სამივე სახელმწიფოს, მაგრამ ერთ რამეს შეგახსენებთ: თურქეთმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 1991 წელს მიიღო, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი გაწევრება. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სრულიად იცვლება მსოფლიოს წესრიგი, უსაფრთხოების სისტემები. მსოფლიო ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ომის შემდეგ გაეროს მნიშვნელოვანი რეფორმირება მოხდება, გაძლიერდება მისი სამშვიდობო ძალები, შეიცვლება უსაფრთხოების საბჭოს პრინციპი და ა.შ. ამისთვის ახლავე უნდა ვემზადებოდეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ამის ნაცვლად რა ხდება საქართველოში? მთავარ თემად ისევ მიხეილ სააკაშვილი აქციეს. ერთნი გაიძახიან, გავათავისუფლოთ მიშა და გავუშვათ საზღვარგარეთო. მეორენი ამტკიცებენ, რომ მიშა დამნაშავეა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი და ა.შ. ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა... თქვენ აქტიურობა ახსენეთ. ჩემი შეფასებით, აქტიურობს მხოლოდ უკრაინა, იმიტომ, რომ ომშია. მაინცდამაინც ვერც მოლდოვის აქტიურობას ვხედავთ... გააგრძელეთ კითხვა