ავტორი:

რატომ გაიზარდა მოთხოვნა ალუმინის კარ-ფანჯრებზე - განმარტება არქლაინისგან

რატომ გაიზარდა მოთხოვნა ალუმინის კარ-ფანჯრებზე - განმარტება არქლაინისგან

ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ალუმინის კარ-ფანჯრებსა და ვიტრაჟებზე, იმის მიუხედავად რომ ალტერნატივებთან შედარებით ალუმინის პროდუქცია შედარებით მაღალბიუჯეტურია, ეს ტენდენცია არამარტო ოფისებსა და კომერციულ ფართებში აღინიშნება, არამედ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებშიც. საქართველოში მოწინავე ალუმინის კარ-ფანჯრების მწარმოებელი კომპანია არქლაინი გვიზიარებს მიზეზებს, თუ რამ განაპირობა მოთხოვნის მკვეთრი ზრდა.

● დიზაინი

თანამედროვე ტენდენციებში საკმაოდ აქტიუალურია მინიმალისტური სტილი,რომელსაც კარგად ერწყმის ალუმინის პროფილები. როდესაც ვყიდულობთ ან ვაშენებთ სახლს ვცდილობთ მისი დიზაინი გავთვალოთ დაახლოებით შემდეგ 10 წელზე, რათა არ მოხდეს სახლის მოძველება. სწორედ ამიტომ ალუმინის კარ-ფანჯრების მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი დახვეწილი დიზაინია.

● გამძლეობა

ალუმინის მდგრადი სტრუქტურა საშუალებას აძლევს მას დარჩეს სრულიად ახლებურ მდგომარეობაში წლების განმავლობაში, სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ თამაშობს ის ასეთ აქტიურ როლს თანამედროვე არქიტექტურაში.

● ენერგოეფექტურობა

ალუმინის თერმული და აკუსტიკური იზოლაციის მახასიათებლების გათვალისწინებით, შესაძლებელია ხმაურის გამტარიანობის სასურველ ნიშნულამდე დაყვანა, ასევე ტექნიკურად სწორად შერჩეული ალუმინის კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები, ხელს უწყობს იდეალური ტემპერატურის შენარჩუნებას მთელი წლის განმავლობაში, რითაც ამცირებს ენერგიის მოხმარებას და შესაბამისად, კომუნალურ გადასახადებს.

სწერედ ზემოთ ნახსენები მიზეზებიდან გამომდინარე, ალუმინი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად და აღნიშნული უპირატესობების შესაქმნელად მნიშვნელოვანია გამოცდილი ინჟინრის კონსულტაცია და კონკრეტული პროექტის სპეციფიკაციების სწორად დამუშავება.

კომპანია არქლაინი მომხხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის: ალუმინის კარ-ფანჯარას, ვიტრაჟებს, სლაიდურ სისტემას, ფასადურ სისტემას, მინის გადახურვასა და სხვა პროდუქციას. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას ნომერზე : +995 568 73 63 43

R