ავტორი:

რუსეთი აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება "აზოვსტალდან" დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციის შესახებ

რუსეთი აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება "აზოვსტალდან" დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციის შესახებ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მიაღწია შეთანხმებას უკრაინასთან დაჭრილი ჯარისკაცების "აზოვსტალიდან" ევაკუაციის შესახებ. იუწყება BBC-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმების პირობებით, ჯარისკაცებს, რომლებიც ამ დროისთვის ალყაში იმყოფებიან, გადაიყვანენ ჰოსპიტალში, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

უკრაინის მხრიდან ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

ცნობილია, რომ ადგილზე მყოფებს საკვების და წყლის მარაგი უმთავრდებათ.