ავტორი:

"აშკარაა, რომ უკრაინა იმარჯვებს და პუტინი აგებს" - ბრიტანეთის უფროსი სამხედრო ოფიცერი

"აშკარაა, რომ უკრაინა იმარჯვებს და პუტინი აგებს" - ბრიტანეთის უფროსი სამხედრო ოფიცერი

ბრიტანეთის უფროსი სამხედრო ოფიცერი ამბობს, რომ უკრაინა ომს იგებს და მისი გადარჩენა უკვე “გარანტირებულია”. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სერ ტონი რადაკინმა ასევე შეაფასა შვედეთისა და ფინეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ, როგორც “უკრაინის შემდგომი გამარჯვება” რუსეთთან ომში.

თავდაცვის შტაბის უფროსმა რადაკინმა განაცხადა: “აშკარაა, რომ უკრაინა იმარჯვებს და პუტინი აგებს”.

“უკრაინა იმარჯვებს, რადგან უკრაინა არის ეგზისტენციალურ ბრძოლაში გადარჩენისთვის და ის გადარჩება”, - განაცხადა რადაკინმა.

მან დასძინა, რომ უკრაინის გამარჯვება ბევრად უფრო შორს წავიდა, ვიდრე ბრძოლის ველზე ხდებოდა. მისი თქმით, უკრაინა “გლობალური წესებისა და გლობალური ღირებულებების დაცვის წინა ხაზზეა”.