ავტორი:

"აზოვსტალიდან" მეომრების გადაყვანის კადრები - რა ფოტოები ვრცელდება მედიაში

"აზოვსტალიდან" მეომრების გადაყვანის კადრები - რა ფოტოები ვრცელდება მედიაში

საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება, რომ ათეულობით ავტობუსმა, რომლითაც გადაჰყავდათ უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც ალყაში მოქცეულ "აზოვტალის" ქარხანაში იყვნენ ჩარჩენილი, ტერიტორია დატოვა.

მანამდე "აზოვის" მეთაურმა, დენის პროკოპეკომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, განაცხადა, რომ იქ მებრძოლები უკრაინის სამხედრო უმაღლესი სარდლობის გადაწყვეტილებას ასრულებდნენ, გადაერჩინათ სამხედრო პერსონალის სიცოცხლე, მაგრამ მან არ დააკონკრეტა, რა იყო ეს გადაწყვეტილება.

უფრო ადრე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას უკრაინასთან ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციის შესახებ.

  • აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ:

მისი განცხადებით, აღნიშნულ პროცესში უკრაინული მხარე, "წითელი ჯვარი" და გაერო მონაწილეობენ.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს გადაარჩენენ. მისი თქმით, უკრაინას გმირები ცოცხალი სჭირდება და გრძელდება მუშაობა მათ სახლში მისაყვანად.

"უკრაინელი სამხედროების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, მოლაპარაკებების ჯგუფის, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ქმედებების წყალობით ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას. მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მინდა ხაზი გავუსვა: უკრაინას ცოცხალი სჭირდება უკრაინელი გმირები, ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი ამ სიტყვებს გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია ჩვენმა სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებმა დაიწყეს. ბიჭების სახლში მისაყვანად მუშაობა გრძელდება, ამას დრო სჭირდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ნახეთ აზოვსტალიდან ჯარისკაცების გადაყვანის ამსახველი ფოტოები, რომელსაც სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს. მათი ნაწილი დაჭრილია.