ავტორი:

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამგზავრო მატარებლის მძღოლი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 85 ადამიანი, აქედან საჭირო გახდა 8-ის ჰოსპიტალიზაცია, დანარჩენს კი დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ინციდენტი სანტ ბოი დე ლობრეგატის სადგურზე, ბარსელონადან დაახლოებით 14 კმ-ში მოხდა, სადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.

მომხდარს ესპანეთი პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა და გარდაცვლილი მძღოლის ოჯახს მიუსამძიმრა.