ავტორი:

"ორი თავში გასროლით მოკლეს, ერთი - მუცელში" - კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ დახვრეტილი 3 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქეა

"ორი თავში გასროლით მოკლეს, ერთი - მუცელში" - კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ დახვრეტილი 3 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქეა

კიევის ოლქში, მაკაროვის მახლობლად, ოკუპანტების მიერ დახვრეტილი 3 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის პოლიციის უფროსზე, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, დაღუპულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეა.

"ორი ადამიანი თავში გასროლით მოკლეს, ერთი - მუცელში. დაკრძალვის ადგილზე აღმოჩენილია ერთ-ერთი გარდაცვლილის საბუთი - ეს არის ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე. დანარჩენი ორი პირის ვინაობა უცნობია ამ დროისთვის, მაგრამ სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ. მოვიძიებთ, რა ვითარებაში გაუჩინარდნენ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნებიტოვმა.