ავტორი:

„გალერეა დემასი“ - ადგილი, სადაც  მხოლოდ საუკეთესო ხარისხის სარემონტო მასალებს შეარჩევთ

„გალერეა დემასი“ - ადგილი, სადაც  მხოლოდ საუკეთესო ხარისხის სარემონტო მასალებს შეარჩევთ

FLORIM, EMIL CERAMICA, GARDENIA ORCHIDEA, VIVA, MARAZZI, CERACASA, PERONDA - მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელი ეს ბრენდები ევროპის წამყვან ქვეყნებში ხარისხთან, დახვეწილ დიზაინთან, სტილის შეგრძნებასთან და სანდოობასთან ასოცირდება.

მათ, ვისაც ინტერიერში განსხვავებული, თანამედროვე, საინტერესო და სახასიათო ელემენტების შეტანა გსურთ, გალერეა დემასში წარმოდგენილი ევროპული სანტექნიკა და მოსაპირკეთებელი მასალები სწორედ თქვენთვისაა. თითქმის 22-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანია მხოლოდ მსოფლიოში წამყვან ბრენდებზე აჩერებს არჩევანს, რათა შეინარჩუნოს ხარისხი და მომხმარებელს ყოველთვის საუკეთესო შესთავაზოს.

„გალერეა“ დემასის შოურუმში შეძლებთ გაეცნოთ მასალების მახასიათებლებს, მწარმოებელ ბრენდებს, მათი ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში გამოყენების სპეციფიკას და მიიღოთ რეკომენდაციები, რომლებიც რემონტისას დაგეხმარებათ. შოურუმში წარმოდგენილი დიზაინის ესკიზების დასათვალიერებლად დააჭირეთ აქ.

ინტერიერის დიზაინის რა ტრენდებია საქართველოში პოპულარული და როგორ პასუხობს ამ მოთხოვნას „გალერეა დემასი“, ამის შესახებ კომპანიის იმპორტისა და გაყიდვების კოორდინატორს დიმიტრი ჭრელაშვილს ვესაუბრეთ:

რა მასალებს სთავაზობს „გალერეა დემასი“ მომხმარებელს და რით არის ისინი გამორჩეული?

ჩვენს შოურუმებში წარმოდგენილია მოსაპირკეთებელი მასალები, ლამინირებული და ხის იატაკი, სამშენებლო ქიმია და სანტექნიკა, რომელიც ევროპის წამყვანი ავტორიტეტული ბრენდების წარმოებულია.

მათ შორის არის სლებები იგივე დიდი ზომის კერამიკული ფილები. სლებების სიგრძე 240 სანტიმეტრიდან 320 სანტიმეტრამდეა. აღნიშნული ფილის პოპულარობა განაპირობა ზომამ, რაც საშუალებას იძლევა შექმნა დახვეწილი და ამავდროულად ელეგანტური დიზაინი და მასალად მარმარილოსა და სხვა ბუნებრივი ქვების ულამაზესი ფაქტურები გამოიყენო.

კიდევ ერთი უპირატესობა არის არის ნაკლები გადაბმის ადგილები. უფრო კონკრეტულად, რაც უფრო დიდია ფილა, მით უფრო ნაკლებია გადაბმის ადგილები. ის ჩვეულებრივ ფილასთან შედარებით დრეკადია, რადგან სლებები შედარებით ნაკლები სისქისაა, რაც მოქნილობას განსაზღვრავს და საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად სწორი და თანაბარი ზედაპირი მივიღოთ კედელზე გაკვრის ან იატაკზე დაგების დროს.

იტალიური, ესპანური თუ ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნების ნაწარმი გამოირჩევა გამძლეობითა და ხარისხით, რადგან ისინი ევრორეგულაციების სრული დაცვით მზადდება, წარმოებისას გამოიყენება ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მაქსიმალურად უსაფრთხო ნედლეული და ეს ეხება როგორც მოსაპირკეთებელ მასალებს, ისე აბაზანისა და სამზარეულოს აქსესუარებს.

რატომ არის ევროპული პროდუქცია უკეთესი და რა უპირატესობები აქვს მას კონკურენტებთან შედარებით?

„გალერეა დემასი“ მოხმარებლებს სთავაზობს მხოლოდ წამყვანი ევროპული ბრენდების არჩევანს. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მუდმივად მზად არის, სასურველი პროდუქტის შერჩევაში დაგეხმაროთ. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ ევროპული პროდუქციის მთავარი უპირატესობა ტრენდულობასთან ერთად, გამძლეობა და პრაქტიკულობაა, რის გამოც მომხმარებელი მასზე აჩერებს არჩევანს. ვფიქრობთ, კონკურენტებთან შედარებით, ჩვენი უპირატესობაც სწორედ ეს არის.

როგორც ვიცი, მომხმარებელს არათუ დიზაინის შერჩევაში, არამედ ტექნიკურ კომპონენტშიც ეხმარებით. რას გულისხმობს ეს პროცესი?

მომხმარებლებთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია დავადგინოთ თუ რისი საჭიროება აქვთ მათ, ხოლო ამის შემდეგ შევთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტი. იქნება ეს ტექნიკური თუ დიზაინერული თვალსაზრისით. ეს ურთიერთობები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, „გალერეა დემასი“ ზრუნავს პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად სწორი არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ.

პროდუქციის შერჩევისას დიდი ყურადღება ექცევა მის დიზაინს და პრაქტიკულობას. ასევე, მნიშვნელოვანია, მომხმარებელი ხედავდეს საბოლოო შედეგს. როგორც ყველამ ვიცით, დიზაინი უამრავი შეიძლება იყოს: თანამედროვე, კლასიკური, ლოფტი და ა.შ. ჩვენი პროდუქცია კი მრავალფეროვანი და ყველა გემოვნების მომხმარებელზეა მორგებული

„დემასის“ შოურუმებში შეგიძლიათ იხილოთ უამრავი დიზაინი და პრაქტიკული გადაწყვეტა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ვაჩვენოთ რის საშუალებას იძლევა ფილა თანამედროვე სამყაროში და რომ ის არ არის მხოლოდ მოპირკეთების საშუალება. ჩვენს შოურუმებში უამრავ კომბინირებულ ტექსტურებსაც იხილავთ და ვფიქრობთ, ამ უნიკალური გადაწყვეტების გაცნობის შემდეგ გულგრილი არავინ დარჩება.

R