ავტორი:

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში

სიმსუქნე თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მისი მკურნალობის რადიკალური საშუალება კი ბარიატრიული ოპერაცია გახლავთ, რომელსაც დღეს საკმაოდ ხშირად და წარმატებით მიმართავენ. ამ საკითხებზე გვესაუბრებიან: ბოჭორიშვილის კლინიკის ზოგადქირურგიული დეპარტამენტის უფროსი ვასილ აბულაძე და ამავე კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი ნუტრიციოლოგი, ნინო ტურაშვილი.

ვასილ აბულაძე:

- რა არის ბარიატრიული ქირურგია?

- ბარიატრიული ქირურგია მიმართულებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიური სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ბარიატრიულ ქირურგიას მეტაბოლურ ქირურგიასაც უწოდებენ .

მორბიდულმა სიმსუქნემ 21-ე საუკუნეში ეპიდემიური ხასიათი მიიღო და მოიცვა პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 1,5 მილიარდი ადამიანი ჭარბ წონას უჩივის. სიმსუქნით დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ყოფაცხოვრებასა და სამუშაო პირობებთან. რაც შეეხება სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს, ეს შედარებით ახალი მიმართულებაა. 50 წლის წინ გაკეთდა პირველი ბარიატრიული ოპერაცია. განსაკუთრებული პოპულარობა ბარიატრიულმა ქირურგიამ მოიპოვა ლაპარასკოპიული ქირურგიის განვითარებასთან ერთად.

ბარიატრიულ ქირურგიას მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები აქვს. ის არ შეიძლება ყველა მსუქან ადამიანს გაუკეთდეს.

მისი კრიტერიუმებია:

  1. მორბიდული სიმსუქნე - როცა მასის ინდექსი (BMI) – 40 და მეტია ან 35 და მეტი - ზოგიერთი ავტორის მიხედვით.
  2. BMI 30-40. შემთხვევები მხოლოდ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში;
  3. დიეტის და ფიზიკური აქტივობის მიუხედავად წონის მატების გაგრძელება;
  4. რეალური წარმოდგენა ოპერაციის რისკებსა და შედეგზე;
  5. ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ წონის დაკლების რეჟიმის შენარჩუნება ექიმის რეკომენდაციის შესრულებისკენ.

ბოლო ორი ჩვენება განსაკუთრებით გამოსაყოფია გარკვეული პაციენტების მიმართ. ვინაიდან ძალიან ბევრი მათგანი მოკლებულია რეალურ წარმოდგენას ოპერაციისა და მის შემდგომ ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილების აუცილებლობის შესახებ.

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის რეკომენდაციები შეიმუშავეს ენდოკრინოლოგებისა და ბარიატრიული ქირურგიის დარგის გამოჩენილმა ექსპერტებმა.

ჩვენს კლინიკაში სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობისთვის შექმნილია პოლიპროფილური გუნდი ქირურგების, ენდოკრინოლოგების, ნუტრიციოლოგების, ფსიქოთერაპევტების მონაწილეობით და თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად წყდება ოპერაციული მკურნალობის, მისი სახეების, დიეტური მკურნალობის, კუჭის ბოტოქსის და ბალონირების საკითხი. ჩვენს ბარიატრიულ გუნდში შედიან ამ დარგის გამოჩენილი უცხოელი ექსპერტებიც.

- რა ტიპის ოპერაციები არსებობს ბარიატრიულ ქირურგიაში?

1) კუჭის ბანდაჟირება - ამ მეთოდის დროს ქირურგი აფიქსირებს სპეციალურ რგოლს მის ზედა ნაწილში. რგოლი კუჭს 2 ნაწილად ჰყოფს. ზემოდან ყალიბდება პატარა რეზერვუარი . ამ ადგილას განლაგებული რეცეპტორები, რომლებიც არიან პასუხისმგებელი მაძღრობის შეგრძნებაზე. ამის გამო ადამიანი ნაყრდება ნაკლები საკვებით.

2) სლივგასტრექტომია ანუ ვერტიკალური გასტროპლასტიკა - (მკლავი, ტოტი) გულისხმობს კუჭის 70- 80 სმ მოცილებას და 1 – 1,5 სმ დიამეტრის მილის ჩამოყალიბებას. იწვევს დანაყრების შეგრძნების მიღწევას ნაკლები საკვების მიღების პირობებში.

3) გასტროშუნტირება (მინიგასტრივბაიპასი) - ეს მეთოდი გულისხმობს კუჭის მცირე 30 – 40 მმ-მდე ნაწილის ჩართვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტში. მასზე ნაწლავის მარყუჟის მიკერებას ისე, რომ ნაწლავის დიდი ნაწილი გამოთიშული იყოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. საკვები უფრო მოკლე გზას გადის და სწრაფად შეიწოვება. ეს ოპერაცია ბევრი ბარიატრიული ქირურგის მიერ მიჩნეულია ოქროს სტანდარტად.

4) ბილიოპანკრეატული შუნტირება - ყველაზე რთული მეთოდია. ის მოიცავს კუჭის მოცულობის და წვრილი ნაწლავის სიგრძის შემცირებას . ამ მეთოდით საკვები კუჭით შექმნილი მილისგან პირდაპირ გადადის წვრილი ნაწლავის ბოლო სეგმენტებში.

- სჭირდება თუ არა ასეთ ოპერაციებს სათანადო მომზადება და რა კვლევებია საჭირო ოპერაციამდე?

- მას შემდეგ, რაც ყველა სპეციალისტი, რომელიც ჩართულია სიმსუქნის მკურნალობაში, შეთანხმდება, რო

მ პაციენტს სჭირდება ქირურგიული ჩარევა და განისაზღვრება ოპერაციის ტიპი, იწყება წინასაოპერაციო მომზადება. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ პაციენტი მზად არის შეასრულოს ყველა პოსტოპერაციული რეკომენდაცია. ოპერაციის წინ კეთდება საკმაოდ დიდი რაოდენობით კვლევები, რაც გაწერილია ბარიატრიული პროტოკოლით.

- როგორია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი?

- ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცია თვე - თვენახევარი გრძელდება. პაციენტი კლინიკაში რჩება 1 – 2 დღე. ოპერაციის შემდეგ პაციენტები მიირთმევენ დაბლენდერებულ, დაკეპილ ან მცირე ნაჭრებად დაჭრილ საკვებს მცირე ულუფებით. 30 დღის შემდეგ კვება ნორმალიზდება მცირე ულუფებით 4-ჯერ დღეში. იმყოფება ექიმი ნუტრიციოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. იმისთვის, რომ არ დაუბრუნდეს ჭარბი წონა, პაციენტს ეხმარება დიეტოლოგი და ფსიქოლოგი. მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობასაც.

- რამდენად ტრავმულია ბარიატრიული ოპერაცია - რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიულ ჩარევას ღია წესით ჩატარებულ ოპერაციასთან?

- მსოფლიოს ქირურგთა უმრავლესობის აზრით ამ შეკითხვას ორი პასუხი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ლაპაროსკოპიული მეთოდი. ! ოპერაცია ღია წესით იმდენად ტრავმულია პაციენტისთვის და ძნელად საოპერაციო ქირურგისთვის, რომ ეს მეთოდი პრაქტიკულად აღარ განიხილება ბარიატრიულ ქირურგიაში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლაპაროსკოპიული ჩარევის შემდეგ პაციენტი 1 – 2 დღე ყოვნდება კლინიკაში. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია არ განსხვავდება სხვა ლაპაროსკოპიული ჩარევისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოჭორიშვილის კლინიკის საოპერაციო აღჭურვილია მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი ლაპაროსკოპით, რომელსაც აქვს 3D ვიდეო ტელესკოპი, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოსახულების მიღებას ყველაზე ბუნებრივი ფერებით ანატომიური გამოსახულების ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. აღნიშნული 3D ლაპაროსკოპი ქირურგს უფრო სწრაფი, მოქნილი და ზუსტი ჩარევის ჩატარების საშუალებას აძლევს, და ინტაროპერაციული რისკების თავიდან აცილების ყველაზე სანდო ტექნოლოგიაა.

ნინო ტურაშვილი:

- მოკლედ გვიამბეთ ჭარბი წონის მართვის მთავარ პრინციპებზე.

- სხეულის მასის სიჭარბის და სიმსუქნის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს დიეტოთერაპიას და ფიზიკური აქტივობის თანდათანობით ზრდას. წონის კლებისთვის რეკომენდებულია საკვებით მიღებული კალორიების შემცირება მოხდეს ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების და ცხოველური ცხიმით მდიდარი პროდუქტების შეზღუდვის ხარჯზე, საკვებ რაციონში კი გაიზარდოს ხილ-ბოსტნეულის, მთლიანი მარცვლოვანი პროდუქტების წილი. მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობა და პაციენტის მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობის დანიშვნა.

- რა შემთხვევაში მიმართავენ ბარიატრიულ ოპერაციას ჭარბწონიანთა სამკურნალოდ?

- თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციებით, თუ პაციენტს აღენიშნება მორბიდული სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი (წონა(კგ)/სიმაღლის კვადრატი (მ2)) ≥ 40 კგ/მ2) და პაციენტის მცდელობის მიუხედავად კონსერვატიული მეთოდებით ვერ მოხერხდა წონის კლება ან/და მიღწეული შედეგის შენარჩუნება, რეკომენდებულია მკურნალობის ქირურგიული მეთოდის გამოყენება. ბარიატრიული ოპერაცია ასევე შესაძლებელია ჩატარდეს თუ სხეულის მასის ინდექსი შეადგენს 35.0-39.9 კგ/მ2-ს და პაციენტს აღენიშნება სიმსუქნესთან დაკავშირებული მძიმე თანმხლები დაავადებები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, დისლიპიდემია, ობსტრუქციული ძილის აპნოე, სიმსუქნესთან დაკავშირებული ჰიპოვენტილაციის სინდრომი და სხვა. ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ ხდება არამხოლოდ წონის კლება, არამედ სიმსუქნის თანმხლები დაავადებების მხრივ მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიღწევაც.

- შეიძლება თუ არა, რომ ნაოპერაციებმა პაციენტმა ისევ მოიმატოს წონაში? - რა უნდა ვიცოდეთ, ეს რომ არ მოხდეს?

- დიახ, შესაძლებელია. თუ პაციენტს აღენიშნება ბარიატრიული ოპერაციის შედეგად დაკლებული კილოგრამების მნიშვნელოვანი მომატება, აუცილებელია შესაბამისი მიზეზის დადგენა. აღნიშნული პრობლემა შესაძლოა გამოწვეული იყოს პაციენტის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობით ან/და მიცემული კვებითი რეკომენდაციების დარღვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის მოდიფიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ:

“აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა”

ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16

ტელ.: +(032) 2 312 112; 577 222 112

R