ავტორი:

32 წლის ქალის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ცხელ კვალზე მისივე თანატოლი მამაკაცი დააკავა - რა მოხდა ხელვაჩაურში

32 წლის ქალის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ცხელ კვალზე მისივე თანატოლი მამაკაცი დააკავა - რა მოხდა ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 32 წლის ქალი დაჭრეს. დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში "ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, 32 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-117 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.