ავტორი:

სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს, რომელმაც პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა

სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს, რომელმაც პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულების - ბ.შ.-ს და გ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, სხდომის დარბაზში, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისა და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებულმა ბ.შ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროკურორებს და ფეხსაცმელი ისროლა.

„ბ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით) წარედგინა. საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.