ავტორი:

"ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ" - დუმის სპიკერი „აზოვის“ მებრძოლებზე

"ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ" - დუმის სპიკერი „აზოვის“ მებრძოლებზე

რუსეთის სახელმწიფო დუმაში მარიუპოლის დამცველი "აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვა სურთ. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

"ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ", - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

მან დუმის თავდაცვის კომიტეტს დაავალა მოამზადოს შესაბამისი პროტოკოლი. რუსეთის პარლამენტის სპიკერის ამ განცხადებას დეპუტატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ცნობისთვის, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია განხორციელდა. 52 მძიმედ დაშავებული მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები იკავებენ. კიდევ 211 ადამიანის ევაკუაცია ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებად სხვა ადგილას, იელენოვკაში ჰუმანიტარული დერეფნის გამოყენებით განხორციელდა.