ავტორი:

"შეშფოთებული ვართ" - რას აცხადებს პოლონეთის საგარეო უწყება ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე

"შეშფოთებული ვართ" - რას აცხადებს პოლონეთის საგარეო უწყება ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე

პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

"გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში,“- აცხადებენ პოლონეთის საგარეო უწყებაში.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.