ავტორი:

შეყვარებული ლეონარდო დიკაპრიო -შუბლზე კოცნა, რომანტიკა და მზრუნველობა: ჰოლივუდის ვარსკვლავისა და კამილა მორონეს პაპარაცული ფოტოები

შეყვარებული ლეონარდო დიკაპრიო -შუბლზე კოცნა, რომანტიკა და მზრუნველობა: ჰოლივუდის ვარსკვლავისა და კამილა მორონეს პაპარაცული ფოტოები

ლეონარდო დიკაპრიო და მისი შეყვარებული, კამილა მორონე პაპარაცებმა მალიბუს სანაპიროზე სეირნობისას შენიშნეს. 47 წლის ოსკარის მფლობელი მსახიობი თავის ახალგაზრდა პარტნიორს გვერდიდან არ სცილდებოდა და ბოლოს, ნაზადაც აკოცა შუბლზე.

კამილამ და ლეომ ტურისტებისთვის პოპულარულ პლაჟებს, ამჯერად, უფრო იზოლირებული ადგილები ამჯობინეს. პაპარაცებმა ისინი კლდეებთან ახლოს, ცარიელ სანაპიროზე შენიშნეს და თბილი მომენტის კამერაზე დაფიქსირებაც მოახერხეს:

ლეონარდო კამილას თბილად ეხუტებოდა და ბოლოს შუბლზე აკოცა. თუმცა ლეგენდარულმა მსახიობმა სითბო მხოლოდ საყვარელ ქალს კი არა, საყვარელ ძაღლს, ჯეკსაც გაუნაწილა და მასაც მოეფერა.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა