ავტორი:

რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც ტელეკომპანია "მთავარის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ის აქამდეც არაერთ ხმაურიან საქმეს უძღვებოდა, მაგალითად, გახლდათ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, ასევე თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას საქმის მოსამართლე. დღეს კი კიდევ ერთი თავდაცვის ექსმინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს განსჯის. სწორედ ოქრუაშვილმა მიუძღვნა პოსტი ლაშა ჩხიკვაძეს, რომლითაც გაიხსენა 2015 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რომელშიც ლაშა ჩხიკვაძეც ფიგურირებდა.

"გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ჩემს საქმესაც იხილავს. ამას წინათ უკრაინაში ომში ყოფნის დროს, რომ ჩამინიშნა პროცესი, პოსტით ვიხუმრე ჩამოვიდე და დავესწო თუ გავუშვა "რუსკი კარაბლის" მიმართულებით მეთქი. წაუკითხავს, "იკაცა" და ადვოკატის პირით, მუქარანარევი ტონით შემომითვალა "ჩვენც ხალხნი ვართ" და ნუ გაგვაბრაზებსო.

ეჰ ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი თუ გვარამიას საქმის ბედი. არ ვიცოდეთ მაინც, რა კვერცხებით ჰყავხარ ივანიშვილს და სისტემას დაჭერილი - რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში კაცი რომ მოკალი და საქმე ჩაგიფარცხეს. ისიც ვიცით შენს ძმას შსს დროდადრო ნარკოტიკზე თუ მსგავსზე რომ იჭერს და უშვებს.

დრონი მეფობენ და არა მეფენი. მითუმეტეს მონები ვერასდროს მეფობენ, ყველამ დაიმახსოვროს“, - დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა "ფეისბუქგვერდზე“.

  • Ambebi.ge დაინტერესდა რა ქონებას ფლობს მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებასაც ასეთი ხმაური მოჰყვა?

ლაშა ჩხიკვაძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021 წლის 25 მაისს აქვს შევსებული, რომლის თანახმადაც ვიგებთ, რომ ჰყავს მეუღლე მარიამ როსტიაშვილი და სამი ვაჟი.

ჩხიკვაძეს 2019 წელს 150 000 ლარად რუსთავში შეუძენია საცხოვრებელი სახლი, სადაც 2017 წლიდან მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და საბოლოოდ რეესტრში დარეგისტრირდა 2020 წელს. მისი ფართობი 216,9 კვადრატული მეტრია. იმავე მისამართზე ფიქსირდება ავტოფარეხი, რომელიც ასევე 2019 წელს შეუძენია 9500 ლარად. ჩხიკვაძის სახელზე ასევე გაფორმებულია 76, 64კვ.მ ფართობის ბინა რუსთავში, რომელიც 2008 წელს 26 000 დოლარად აქვს ნაყიდი.

ჩხიკვაძე ფლობს 6 მიწის ნაკვეთს, რომელთაგან 3 ჩოხატაურის რაიონში ( სოფ: კოხნარი, ბურნათი) მიუღია მემკვიდრეობით 2016 წელს. მათი ფართობია: 1480 კვ.მ, 1510 კვ.მ, 1502 კვ.მ.

2017 წელს კი ამავე მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებული მიწის ლეგალიზაციის შემდეგ დაიკანონა კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, ფართობით: 1485 კვ.მ.

2017 წელსვე რუსთავში 27 000 ლარად შეუძენია 600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. დეკლარაციის თანახმად, ის ასევე ფლობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაში 150 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც 2 100 დოლარად 2010 წელს შეიძინა.

ლაშა ჩხიკვაძის საკუთრებაშია მსუბუქ ავტომანქანა ჰონდა crv 2007 წელი, tw272wt, რომელშიც 2016 წელს 6600 დოლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ჩხიკვაძე "საქართველოს ბანკის“ მიმდინარე მულტი საბარათე ანგარიშზე ჰქონდა 2526,54 ლარი.

მისი მეუღლის საკრედიტო ბარათსა და ანაბარზე კი შესაბამისად 65 და 300 ლარი ირიცხებოდა.

რაც შეება ნაღდ ფულს, დეკლარაციის შევსებისას, ჩხიკვაძეს ჰონდა 4000 ლარი, მის მეუღლეს კი - 2500. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს ცოლ-ქმრის დანაზოგია. დეკლარაციის თანახმადვე, ჩხიკვაძემ მოსამართლედ მუშობის ერთ წელში ანაზღაურების სახით მიიღო 62 154,5 ლარი. მისმა მეუღლემ კი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კონსულტაციების განყოფილების უფროსია, მიიღო 24834,82 ლარი.

რაც შეეხება გასავალს, ლაშა ჩხიკვაძე აღებული აქვს რამდენიმე საბანკო სესხი.

დეკლარაციის თანახმად, 20000-ლარიანი სესხის დაფარვის ვალდებულება დაწყებულია 2018 წლიდან და მის დასაფარად ჩხიკვაძემ 2020 წელს, 4500 ლარი გადაიხადა, ხოლო მეორე 25000-ლარიანი სესხის დასაფარად - 5200 ლარი.

მის სახელზეა 2 იპოთეკური სესხიც - 43 000 და 15 300 ლარის ოდენობით, რომელთა დასაფარადაც ჩხიკვაძემ 2020 წელს, გადაიხადა 6532,89 და 2196,97 ლარი.

მისი მეუღლის სახელზე ასევე ფიქსირდება სასესხო ვალდებულებები - 4590, 1120,41 და 1600 ლარის ოდენობით.

ლაშა ჩხიკვაძე მეუღლისგან საჩუქრად მიუღია 950-ლარიანი საათი. შვილების სწავლის გადასახადში კი ჩხიკვაძეს მითითებული აქვს 1900, 1850 და 2200 ლარი. წყარო

იხილეთ ასევე: