ავტორი:

"უნგრეთსა და პოლონეთს არ მიუღიათ საკმარისი მხარდაჭერა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად" - რას საყვედურობს ანჟეი დუდა ევროპას?

"უნგრეთსა და პოლონეთს არ მიუღიათ საკმარისი მხარდაჭერა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად" - რას საყვედურობს ანჟეი დუდა ევროპას?

ევროპა უგულებელყოფს პოლონეთს და უნგრეთს, როდესაც საქმე უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას ეხება, რომლებსაც ეს ქვეყნები იღებენ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა.

უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, დუდამ აღნიშნა, რომ უნგრეთსა და პოლონეთს არ მიუღია საკმარისი მხარდაჭერა იმ პროგრამების განსახორციელებლად, რომლებიც იძულებით გამოძევებული მილიონობით უკრაინელის საკმარისად დასახმარებლადაა საჭირო.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ეს დამოკიდებულება ევროპის ერთიანობას ძირს უთხრის, თუმცა მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს "ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინიდან სტუმრებმა თავი მაქსიმალურად კარგად იგრძნონ პოლონეთში".

ცნობისთვის, გაეროს უახლესი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6,2 მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა, საიდანაც პოლონეთმა 3 376 992 ლტოლვილი მიიღო. რუმინეთმა - 919 574. უნგრეთმა - 610 076. მოლდოვამ - 464 294, ხოლო სლოვაკეთმა - 424 027.