ავტორი:

"ახლა გვაჩვენებს "ნაცმოძრაობა", ნიკა გვარამია უფრო უყვართ თუ მიხეილ სააკაშვილი" - ბექა დავითულიანი ნიკა გვარამიას მხარდასაჭერ აქციაზე

"ახლა გვაჩვენებს "ნაცმოძრაობა", ნიკა გვარამია უფრო უყვართ თუ მიხეილ სააკაშვილი" - ბექა დავითულიანი ნიკა გვარამიას მხარდასაჭერ აქციაზე

როდესაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ვერ მოხდა აქციების მობილიზება, ნიკა გვარამია უფრო უყვართ თუ მიხეილ სააკაშვილი, ახლა გვაჩვენებს "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა დღეს, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური სპექტრი ყოველთვის ცდილობს გარედან გაიმყაროს ლეგიტიმაცია და შიდა პროცესებზე გარედან მოახდინონ ზეწოლა.

"ქართული ოპოზიციის რადიკალური სპექტრი ვერ ახერხებს ამომრჩევლის მობილიზებას, იმ კრიტიკული მასის შექმნას, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოსვლას უზრუნველყოფს და ამიტომ ისინი ყოველთვის დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ, ყოველთვის ცდილობენ გარედან გაიმყარონ ლეგიტიმაცია და გარედან მოახდინონ ზეწოლა შიდა პროცესებზე. ახლაც, ზუსტად ამ სქემის მიმდინარეობას და პროცესს ვხედავთ.

კი ბატონო, გარედან ისინი შეეცდებიან, თუმცა 2017 წელსაც მიტაცებული „რუსთავი 2“-ის მიტაცებაზე, როდესაც ამაზე დიდი ხმაური იყო ატეხილი სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი. დაველოდოთ სამართლებრივ პროცესებს და შედეგებს, ვინაიდან ჩვენ ეს სცენა ერთხელ ნანახი გვაქვს და აღმოჩნდა მთელი სცენარი ყალბი ტყუილი და უსამართლო და მე დარწმუნებული ვარ, მეორე სერიაშიც არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ექნება", - განაცხადა დავითულიანმა.