ავტორი:

მითქმა-მოთქმა პუტინის ჯანმრთელობის გაუარესებაზე გრძელდება: ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, მან ახლახან ოპერაცია გაიკეთა

მითქმა-მოთქმა პუტინის ჯანმრთელობის გაუარესებაზე გრძელდება: ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, მან ახლახან ოპერაცია გაიკეთა

გრძელდება მითქმა-მოთქმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ამჯერად სტატიას აქვეყნებს New York Post-ი. გამოცემა "ტელეგრამარხ" “ანტი-კრემლზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ პუტინმა ახლახან მუცლიდან სითხის ამოსაღებად ოპერაცია გაიკეთა, რაც მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე მზარდ ეჭვებს კიდევ უფრო ამტკიცებს.

"ტელეგრამარხ" General SVR-ის მიხედვით, რომელსაც, სავარაუდოდ, ყოფილი რუსი ჯაშუში მართავს, პუტინმა ოპერაცია ხუთშაბათ ღამით გაიკეთა. არხი თავისი ვარაუდებით კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ პუტინის ოპერაცია და მისი გამომჯობინება, მომდევნო დღეს, deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით დამალეს და რუსეთის უშიშროების საბჭოს დაგეგმილი სხდომის ვიდეოებში არა რეალურად პუტინი, არამედ მისი სიმულაციაა. General SVR-ის ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

პუტინი, 17 მაისს, ნავთობის ინდუსტრიის განვითარების შესახებ შეხვედრას ვიდეო ბმულის საშუალებით გაუძღვა.

არხი წინა კვირას იმასაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა წინასწარ გადაიღო ვიდეოები, რათა მისი მომდევნო ოპერაციები საიდუმლოდ შეენახა. ბოლო კვირებში პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნიუსების გამავრცელებლებს შორის, ეს არხი მოწინავეა, მაგრამ მის გარდა კიდევ რამდენიმე მედიასაშუალება გამუდმებით საუბრობს რუსი დიქტატორის ჯანმრთელობის გაუარესებაზე.

ჯერ კიდევ აპრილში, რუსულმა საგამოძიებო მედიასაშუალებამ The Project-მა გააჟღერა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს რეგულარულად აკითხავდა ონკოლოგი, რის შემდეგაც გაჩნდა ვარაუდები, რომ მას ფარისებრი ჯირკვლის კიბო აქვს.

ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ სპეკულაციები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ბოლო დროს გადაღებულ ვიდეოებში პუტინის არაერთი უცნაური ქცევა შენიშნეს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა