ავტორი:

ოკუპანტების ინფორმაციით "აზოვსტალის" ბრძოლის ლიდერები კვლავ ქარხანაში რჩებიან - კადრები, თუ როგორ ტოვებს "აზოვსტალს" მებრძოლების ნაწილი (ვიდეო)

ოკუპანტების ინფორმაციით "აზოვსტალის" ბრძოლის ლიდერები კვლავ ქარხანაში რჩებიან - კადრები, თუ როგორ ტოვებს "აზოვსტალს" მებრძოლების ნაწილი (ვიდეო)

რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოლო 24 საათში მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან 700-ზე მეტი მებრძოლია გამოყვანილი. ოკუპანტები იტყობინებიან, ლიდერები კვლავ "აზოვსტალში" რჩებიან, ანუ ევროპაში, ბოლო წლების ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

Reuters-ის ინფორმაციით, "აზოვსტალის“ ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ შვიდი ავტობუსით გაყვანილი უკრაინელი მებრძოლები რუსეთის მიერ კონტროლირებულ სოფელ ოლენივკაში, ახლად გახსნილ საპატიმროში მიიყვანეს. ამის შესახებ თვითმხილველმა აცნობა სააგენტოს.

რუსული მედია ასევე ავრცელებს მებრძოლების "აზოვსტალიდან" გამოსვლის უმძიმეს კადრებს.

იხილეთ ასევე: