ავტორი:

"აქ ბევრი ბავშვია ამ ვირუსით, ადგილები გადავსებულია... მშობლებო, თუ გაქვთ საშუალება, ბავშვებს ნუ გაუშვებთ ბაღში" - რას წერს მარი ნაკანი კლინიკიდან?

"აქ ბევრი ბავშვია ამ ვირუსით, ადგილები გადავსებულია... მშობლებო, თუ გაქვთ საშუალება, ბავშვებს ნუ გაუშვებთ ბაღში" - რას წერს მარი ნაკანი კლინიკიდან?

"აქ ბევრი ბავშვია ამ ვირუსით, ადგილები გადავსებულია... კორონა არ არის, ახალი ვირუსია" - რას წერს მარი ნაკანი კლინიკიდან?

ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ მისი შვილი "ახალი ვირუსით" კლინიკაში წევს და მშობლებს აფრთხილებს.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში აღნიშნული ვირუსით ბევრი ბავშვია გადაყვანილი.

"მე და ფოფო ვართ კლინიკაში, ეს ახალი ვირუსი მაღალი სიცხეებით გრძელდება 5/7 დღე და ძალიან ასუსტებს ორგანიზმს, რადგანაც რაც არ უნდა დაალევინო, ტემპერატურა დაბლა არ ჩამოდის... სტაბილურად მაღალია ბავშვებში ხშირია გართულებები, ზოგში იწვევს ბრონქიტს ან ფილტვების ანთებას, მოკლედ ყურადღება მისაქცევი ამბავია.

ჩვენ 2 დღე გვქონდა 39 და ხველა, გუშინ საღამოს სასწრაფო გამოვიძახე და გადმოგვიყვანეს სტაციონარში. აქ ბევრი ბავშვია ამ ვირუსით, ადგილები გადავსებულია. მშობლებო, თუ გაქვთ საშუალება ბავშვებს ნუ გაუშვებთ ბაღში, ძალიან მტარვალი ვირუსია.

ჩვენ გავიკეთეთ ორი გადასხმა და ახლა სოფო უკეთაა... ეს ენერგიით სავსე ბავშვი ისე სუსტად იყო და მივარდნილი, რომ მივხვდი დროული ზომების მიღება არ გვაწყენდა ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, რომ დროზე გამოვიძახე სასწრაფო და არ დავტანჯე ბავშვი 5 დღიანი მაღალი სიცხის თმენით.

მოკლედ თუ კლინიკაში დაწოლა არ გინდათ, უბნის ექიმს მაინც მოასმენინეთ, ჩაახედეთ ყელში და იცოდეთ, რომ ამ ვირუსს გადასხმა ძალიან შველის. ჩვენ გადატანილი გვაქვს კოვიდი, ფაიზარიც გავიკეთეთ ორჯერ, ასევე ტესტი აგვიღეს კლინიკაში გუშინ და კორონა არაა ახალი ვირუსია, ბევრად მარტივი, მაგრამ მაინც მინდოდა გამეფრთხილებინეთ!

ჯანმრთელობას გისურვებთ" - წერს ნაკანი.