ავტორი:

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ ნიკა გვარამიას მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ ნიკა გვარამიას მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქციის ფარგლებში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის ორგანოზატორები არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები და მედიამენეჯერები.

როგორც აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით იწყება "ძალიან მძიმე ამბები თავისუფალი ქართული მედიისთვის".

"ბრძოლა იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება ნიკა გვარამიას გამარჯვებით", - განაცხადა მან.

ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერების გარდა აქციაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც აქციის მონაწოლეები აცხადებენ, მსვლელობის შემდეგ ისინი "მთავარი არხის" ოფისში გადასვლას გეგმავენ.

მსვლელობის გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია.