ავტორი:

როგორია თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა - რა ინფორმაციას ავრცელებს აჭარის მთავრობა

როგორია თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა - რა ინფორმაციას ავრცელებს აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ხუთი მოქალაქიდან ერთის ჯანმრთლობის მდგომარეობა მძიმეა.

მათივე ცნობით, სამი პაციენტი კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ერთი კი სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მოინახულა.

"ერთი დაშავებულის მდგომარეობა მედიკოსების მიერ მძიმედ ფასდება. საშუალო სიმძიმის 3 პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მსუბუქად დაზიანებული ერთი პირი ხვალ დატოვებს კლინიკას.

დღეს, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც უკვე საქართველოშია გადმოსვენებული", - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.