ავტორი:

"ხელის კანკალით..." - შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის პირველი ნახატი კლინიკიდან

"ხელის კანკალით..." - შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 8 წლის დათის პირველი ნახატი კლინიკიდან

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელში მკურნალობას აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, თუმცა ეტაპობრივად პროგრესი შეინიშნება. დაახლოებით ორი კვირის წინ, უცხოელმა ექიმებმა ბავშვი ერთთვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაუმჯობესდა დათის მდგომარეობა, რასაც მისი დედის, ქრისტინე მამაუკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოც მოწმობს.

"ხელის კანკალით..." - წერს "ფეისბუქში" დათის დედა და აქვეყნებს შვილის მიერ მშობლებისთვის დახატულ ნახატს წარწერით "დედა მამა".

დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

დათის დასახმარებლად სოციალურ ქსელში გვერდიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანია გაერთიანებული. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ დათის დედის ანგარიშზე. დათის კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

TBC ბანკის ანგარიში: #GE05TB7962745064300024

"საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE90BG0000000101545483