ავტორი:

"ოთხი პაციენტიდან ერთი კლინიკას დღეს დატოვებს" - რას აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავარიისას დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებზე

"ოთხი პაციენტიდან ერთი კლინიკას დღეს დატოვებს" - რას აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ავარიისას დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, მოქალაქეს დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული. მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულები თურქეთის კლინიკაში თავად მოინახულა. როგორც ნიჟარაძემ აღნიშნა, დღეს ერთი მათგანი კლინიკას დატოვებს.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებული და ავტოსაგზაო შემთხვევისას ისინი საქართველოში ბრუნდებოდნენ.

"გუშინ ტრაპზონთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილში 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა. ხუთი პაციენტი აგრძლებს თურქეთის სამ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. ერთის მდგომარეობა მძიმედ რჩება, მას აქვს ქალა- ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა. ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და ის კლინიკას დღეს დატოვებს, ხოლო ერთი მამაკაცის და ორი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, - ისინი საჭიროებენ კლინიკაში მეთვალყურეობას შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი სანამ არ ჩათვლის საჭიროდ, ისინი კლინიკას არ დატოვებენ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.