ავტორი:

"ვითარება არის უცვლელი... ის ვერანაირ საკვებს ვერ იღებს" - რას აცხადებს ეკა ხერხეულიძე "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ

"ვითარება არის უცვლელი... ის ვერანაირ საკვებს ვერ იღებს" - რას აცხადებს ეკა ხერხეულიძე "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ

ვითარება არის უცვლელი, მიხეილ სააკაშვილს კვების რეჟიმი არ აღუდგენია, ის ვერანაირ საკვებს ვერ იღებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ "ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ხერხეულიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების პროცესი გართულდა, მასთან შეხვედრა ლოდინის შემდეგ მაინც მოახერხა.

"ის ნორმალურ პალატაში იმყოფება, მაგრამ დანარჩენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - თუ როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი, რას ფიქრობენ დიაგნოზთან დაკავშირებით, როგორია "ვივამედის" პოზიცია, ამის შესახებ არაფერი ვიცი", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.