ავტორი:

"ჭადრაკი კი არა, სწავლის საწყის საფეხურზე ბავშვს სჭირდება... " - რას წერს ფსიქოლოგი მაია ცირამუა

"ჭადრაკი კი არა, სწავლის საწყის საფეხურზე ბავშვს სჭირდება... " - რას წერს ფსიქოლოგი მაია ცირამუა
ფსიქოლოგი მაია ცირამუა ეხმაურება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები პირველი კლასიდან ჭადრაკს სავალდებულო საგნად შეისწავლიან. მისი შეფასებით, სწავლის საწყის საფეხურზე უფრო გამართლებული იქნებოდა ბავშვებს ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა და ქსოვა შეესწავლათ.
"ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება - ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა - მთლად საოცრებაა ! რაც უფრო მეტი რამე “გამოსდის ხელიდან”, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია, ბავშვი სწავლობს ყოფნას - პროცესზე ორიენტირებას …
ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს! უნდა სხვებს აჯობოს! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა. შ - ამ მიდგომით ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ." - წერს ფსიქოლოგი "ფეისბუქში".
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის სექტემბრიდან იგეგმება, მანამდე კი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით, აქტიურად მიმდინარეობს. უწყების შესაფებით, ჭადრაკი მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს აუმჯობესებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა.
ასევე იხილეთ: