ავტორი:

"უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქის დაცვის შეწყვეტის ბრძანება გასცა" - მედიაში დენის პროკოპენკოს ახალი მიმართვა ვრცელდება

"უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქის დაცვის შეწყვეტის ბრძანება გასცა" - მედიაში დენის პროკოპენკოს ახალი მიმართვა ვრცელდება

სოციალურ ქსელში "აზოვის პოლკის" მეთაურის, დენის პროკოპენკოს ახალი ვიდეომიმართვა ვრცელდება, სადაც პროკოპენკო ამბობს, რომ უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქის დაცვის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

"მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის პერსონალის სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ქალაქის დაცვის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

მძიმე ბრძოლების, წრიული თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად ვამახვილებდით აქცენტს სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობაზე - მშვიდობიან მოსახლეობაზე, დაჭრილებსა და დაღუპულებზე.

მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, მძიმედ დაჭრილებს საჭირო მკურნალობა უტარდებათ, განხორციელდა მათი ევაკუაცია შემდგომი გაცვლისა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანით. დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, ახლო მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებს თავისი მეომრების პატივით დაკრძალვას", - ამბობს პროკოპენკო.

Address by #Azov commander Denys Prokopenko
English subtitles#UkraineUnderAttack #AzovstalExtraction #AzovstaI #Mariupol pic.twitter.com/z2MsyhcS2f
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) May 20, 2022

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა "აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობდა, რომ პოლკის მეთაურები მარიუპოლში, "აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან.

"85-ე დღეა ომის, მე და მეთაურობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, გრძელდება გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებზეც მე არ ვისაუბრებ. მადლობა მთელ მსოფლიოს, მადლობა უკრაინას, შევხვდებით“, - განაცხადა მან.