ავტორი:

"აშშ-ის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ომმა შესაძლოა, პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოშორება გამოიწვიოს, მოკლევადიან პერიოდში" - რას წერს CNN?

"აშშ-ის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ომმა შესაძლოა, პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოშორება გამოიწვიოს, მოკლევადიან პერიოდში" - რას წერს CNN?

შეერთებული შტატების დაზვერვის მაღალჩინოსნები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას გადაწყვეტს, მაშინაც კი, თუ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის დრამატული ცვლილება მოხდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამერიკული მედიასაშუალება მრავალ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოფიციალური პირები აგრეთვე ეჭვობენ, რომ ომმა შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლებიდან ჩამოშორება გამოიწვიოს, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში.

დაზვერვის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ პუტინი ძალიან მგრძნობიარეა საჯარო აზრის მცირე ცვლილებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, წყარომ ამერიკული სპეცსამსახურებიდან CNN-ს განუცხადა, რომ პუტინი უშუალოდ მონაწილეობს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, როგორიცაა თავდასხმის ხაზების ადგილმდებარეობა და ყოველდღიური ოპერაციული მიზნები.

მედიის ცნობით, დაზვერვის შეფასება კითხვებს აჩენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციების ეფექტურობის შესახებ.