ავტორი:

"საჭესთან იჯდა ლუკას მეგობარი... ბავშვი ახლაც შოკშია - ჰყვება, რომ წყალში არცერთი კარი არ გაიხსნა" - რას წერს ჟურნალისტი ბორჯომის ავარიაზე?

"საჭესთან იჯდა ლუკას მეგობარი... ბავშვი ახლაც შოკშია - ჰყვება, რომ წყალში არცერთი კარი არ გაიხსნა" - რას წერს ჟურნალისტი ბორჯომის ავარიაზე?

მთელი საქართველო შეძრა გუშინ ბორჯომში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ბოლო ზარზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ლუკა ლეკიაშვილი ემსხვერპლა.

ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ავტომობილში 4 ახლად სკოლადამთავრებული მოზარდი იჯდა. ლუკა ი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწარფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. სამი კი დაშავდა და მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" არიან გადაყვანილი. მათაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.

როგორც ირკვევა საჭესთან გარდაცვლილის მეგობარი იჯდა. მის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს:

"ეს ჩემი გარდაცვლილი მეგობარი ხათუნააა, 12 წლის იყო მაშინ მისი შვილი აკაკი, დღეს მთელი საქართველო შეძრა ბორჯომში მომხდარმა ტრაგედიამ, ბოლო ზარზე წასული ახალგაზრდები, მანქანით მტკვარში გადავარდნენ, დაიღუპა ულამაზესი და უკარგესი ბავშვი ლუკა, საჭესთან მისი ბავშვობის მეგობარი, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის ხათუნის შვილი იჯდა, იმ დროს როცა მე და აკაკის დეიდა, ნინო ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავთან ვლოცულობდით მისი დისშვილი, მტკვარში სიცოცხლეს ებრძოდა.

სიღნაღში დაგვირეკეს, დაგვიმალეს ამბავი, ყველა ტელეფონს გვითიშავდა, საგარეჯომდე ცოცხალი იყო თუ არა ისიც არ ვიცოდით, წარმოიდგინეთ რა გავიარეთ, როგორ ჩავედით ბორჯომში არ მახსოვს, აკაკი ცოცხალი დაგვხვდა, პოლიციის განყოფილებაში ყავდათ გადაყვანილი დაკითხვაზე და ვაი იმ სიცოცხლეს შვილო, ბავშვი ახლაც შოკშია... ყვება, რომ წყალში არცერთი კარი არ გაიხსნა, არვიცი უცებ რა ძალამ გააღო კარი, მსუბუქად და გადმოვედიო, არადა კარი ახლაც ჩაკეტილია.

იმ წუთებში ბოდბის მონასტრის ძალამ და ჩემი გარდაცვლილი მეგობრის სულმა რომელიც ეს ორი დღე სულ ჩვენთან იყო, შვილს უპატრონა, ცოცხალ ადამიანს ეშველება, მაგრამ რა ეშველება აწი ლუკას და მის ოჯახს, როგორ უნდა იცხოვროს დღეიდან აკაკიმ ამ მძიმე ტვირთით, ერთი კედელი ყოფთ ბორჯომში მათ სახლებს, საშინელი ტრაგედია ტრიალებს, საშინელი, ბოლო ზარზე ბავშვების მანქანებით სიარული უნდა აიკრძალოს.

რამდენი ოჯახი გაუბედურდა უკვე... ახლა ისე ვარ ენით ვერ ავწერ, დღეს ლუკასთან ერთად აკაკიც მკვდარია და მათი ოჯახებიც... ხათუნა, დღეიდან შენ უპატრონე ლუკას, შენი მეგობრის შვილს, აკაკის კი ჩვენ შევძლებთ აქ შევუმსუბუქოთ ის მძიმე ტვირთი რაც მთელი ცხოვრება უნდა ატაროს" - წერს ნინო ჯღარკავა.