ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორის სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსული ძალები სევეროდონეცკს ოთხი სხვადასხვა მიმართულებიდან დაესხნენ თავს, თუმცა ოკუპანტებმა ქალაქში შეჭრა ვერ მოახერხეს.
მისივე განცხადებით, საცხოვრებელი უბნების დაბომბვა გრძელდება და ქალაქ ლისიჩანსკთან ახლომდებარე ხიდი დანგრეულია.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ გუშინ ქალაქი სევეროდონეცკი რუსეთის ერთ-ერთ "დაუყოვნებელ ტაქტიკურ პრიორიტეტად" აღწერა.