ავტორი:

"მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს" - პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და რადაში სიტყვით გამოვიდა

"მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს" - პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და რადაში სიტყვით გამოვიდა

"მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს", - აღნიშნული განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ კიევში, უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

"შემაშფოთებელი ხმები დადის, რომ უკრაინა პუტინის მოთხოვნების წინაშე დათმობაზე უნდა წავიდეს. მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს. არაფერი თქვენზე თქვენს გარეშე“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დუდა პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა. პოლონეთის პრეზიდენტს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ.