ავტორი:

მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელს ბრილიანტის მწვანე შეასხეს - მომხდარს პეტრე კოლხი ეხმაურება: "არ მოგვწონს რუსეთის აგრესიული რელიგია, მაგრამ ჩვენ უარესად არ უნდა მოვიქცეთ"

მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელს ბრილიანტის მწვანე შეასხეს - მომხდარს პეტრე კოლხი ეხმაურება: "არ მოგვწონს რუსეთის აგრესიული რელიგია, მაგრამ ჩვენ უარესად არ უნდა მოვიქცეთ"

ლვოვის რეგიონში, ქალაქ სტრიში, აქტივისტებმა მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელს ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობილია, რომ ინციდენტი გუშინ მოხდა, როდესაც მამა ვოლოდიმირ მანძიუკი ღვთისმსახურებას წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ნაწილების გადმოსვენების პატივსაცემად ატარებდა. როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ ტაძარში, დააკავეს თუ არა აქტივისტები, ინცორმაცია არ ვრცელდება.

მომხდარს ქართველი სასულიერო პირი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პეტრე კოლხი წერს, რომ მსგავსი ქმედება არ არის მოსაწონი.

პეტრე კოლხი:

"არავინ ამართლებს ძალადობას, არავინ არის ამ საშინელი საქციელის მომხრე…

არ არის ეს ფოტო და ქმედება მოსაწონი…

ჩვენ ყველა ვგმობთ რუსეთისგან უკრაინელების წამების ფაქტს და ჩვენც იგივე ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ რუსეთს… მაშინ არც ჩვენ ვიქნებით უკეთესი ქრისტიანები!…

გავიგე, რომ მძიმე მოსასმენია, როცა რუსეთს ვიღაც წმინდას და მართლმადიდებელს უწოდებს, მაგრამ ასე მოქცევა მაინც არ არის ქრისტიანული…

ძველი აღთქმის მიდგომაა , "კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა წილ...“ ახალ აღთქმაში კი ქრისტემ გვასწავლა "მიუტევე, რამეთუ მოგეტევოს...“

დიახ, ჩვენ არ მოგვწონს რუსეთის აგრესიული რელიგია და მათი ქრისტიანული მიდგომები, მაგრამ ჩვენ უარესად არ უნდა მოვიქცეთ…

ბოროტებას მხოლოდ სიკეთით, რწმენით, ლოცვით და უფალზე მინდობით მოვერევით!.."