ავტორი:

"უკრაინა, აღმოსავლეთ ნაწილში, ყოველდღიურად 50-100 სიცოცხლეს კარგავს" - ზელენსკი

"უკრაინა, აღმოსავლეთ ნაწილში, ყოველდღიურად 50-100 სიცოცხლეს კარგავს" - ზელენსკი

უკრაინა, აღმოსავლეთ ნაწილში, ყოველდღიურად სავარაუდოდ, 50-100 სიცოცხლეს კარგავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა, მაგრამ სავარაუდოა, რომ აღნიშნული განცხადება სამხედრო დანაკარგებსა და აღმოსავლეთში მიმდინარე სასტიკ ბრძოლებზე მიუთითებს.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური შტაბის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, რუსულმა ძალებმა გააძლიერეს მცდელობები აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონის ქალაქების დასაკავებლად, ხოლო მთავარი აქცენტი ქალაქ სევეროდონეცკზეა გადატანილი.