ავტორი:

„ლურჯი ოკეანის“ ბიზნესშეხვედრების ციკლი გრძელდება

„ლურჯი ოკეანის“ ბიზნესშეხვედრების ციკლი გრძელდება

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ბიზნეს შეხვედრების ციკლის რიგით მეორე ღონისძიება 24 მაისს გაიმართება. მოწვეული სპიკერი ასტროლოგი რამაზ გიგაურია, რომელიც ისაუბრებს ნორმან ვინსენტ ჰილის წიგნზე „პოზიტიური აზროვნების ძალა“.

რამაზ გიგაური მიმოიხილავს წიგნში გამოთქმულ მოსაზრებებსა და არგუმენტებს და აუდიტორიას პოზიტიური აზროვნების ძალასთან დაკავშირებით, რაც ზეგავლენას ახდენს ბიზნესის სწორად დაგეგმვასა და მართვაზე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე.

ღონისძიებას დაესწრებიან ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თანამშრომლების მოტივაციასა და მუშაობის ხარისხზე, რაც, თავის მხრივ, ცხოვრებით კმაყოფილებასა და პოზიტიურ განწყობასთან არის დაკავშირებული.

ღონისძიება 24 მაისს 19:00 საათზე სასტუმრო „მეტაში“ გაიმართება.

„ლურჯი ოკეანის“ პროექტი ბიზნესშეხვედრების ციკლი ითვალისწინებს ყოველთვიურ ღონისძიებებს, რომლებიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტს გააერთიანებს. პროექტი 6 თვე გაგრძელდება და სხვადასხვა თემატიკას მოიცავს. მისი მთავარი იდეაა საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის საინტერესო შეხვედრების ორგანიზება, მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს თავიანთ საქმიანობაში დაეხმარება.