ავტორი:

"ზელენსკი ახლა როკ ვარსკვლავივითაა. ადამიანებს სურთ, მასავით ეცვათ" - მწვანე ქურთუკზე, რომელსაც პრეზიდენტი ატარებს, მოთხოვნა ისე გაიზარდა, ის დეფიციტშია: რას აცხადებს მწარმოებელი?

"ზელენსკი ახლა როკ ვარსკვლავივითაა. ადამიანებს სურთ, მასავით ეცვათ" - მწვანე ქურთუკზე, რომელსაც პრეზიდენტი ატარებს, მოთხოვნა ისე გაიზარდა, ის დეფიციტშია: რას აცხადებს მწარმოებელი?

"მაშინ, როცა ვლადიმერ პუტინი დიზაინერების ძვირიან სამოსს ატარებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტანსაცმელს ისეთ მაღაზიებში იძენს, სადაც უბრალო ხალხი ყიდულობს", - ამბობს უკრაინული ბრენდის, M-TAC-ის წარმომადგენელი, ტარას რუდნიცკი.

ეს სწორედ ის ბრენდია, რომლის წარმოებული მწვანე ქურთუკიც, ომის პერიოდში ზელენსკის აცვია, რამაც მასზე მოთხოვნა გაზარდა.

რუდნიცკი Insider-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ქურთუკის შესაძენად თხოვნა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მისდით.

M-TAC ქურთუკებს უკრაინაში კერავს. ბოლო თვეებში ცდილობენ, რომ მხოლოდ სამხედროებისთვის აწარმოონ ისინი, რადგან კომპანიას მატყლის მარაგი თითქმის ამოეწურა: "ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე კვლავ შევავსებთ მარაგს, ეს ომში ჩვენი გამარჯვების შემდეგ მოხდება, ამჟამად შეუძლებელია", - ამბობს რუდნიცკი და ამატებს, რომ საომარი მოქმედებები ართულებს ნებისმიერი ტიპის წარმოების გაგრძელებას.

კომპანიის წარმომადგენელი ინტერვიუში ამბობს: "ზელენსკი ახლა როკ ვარსკვლავივითაა და ამით აიხსნება ის, თუ რატომ უნდა ამდენ ადამიანს, რომ მასავით ეცვას".

კონფლიქტის დაწყების შემდეგ, მოთხოვნა M-TAC-ის წარმოებულ სხვა ნივთებზეც გაიზარდა. რუდნიცკიმ თქვა, რომ მათი პროდუქცია პრაქტიკული და ფუნქციონალურია.

5 მაისს, ლონდონში, უკრაინის საელჩოს მიერ გამართულ საქველმოქმედო ფონდის ღონისძიებაზე, ზელენსკის ერთ-ერთი M-TAC-ის ქურთუკი, რომელსაც მან ხელიც მოაწერა, 90 000 ფუნტ სტერლინგად (110 000 აშშ დოლარი) გაიყიდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მოუწოდა დამსწრეებს, რომ რაც შეიძლება მეტ თანხას ჩამოსულიყვნენ აუქციონზე, რათა უკრაინის დასახმარებლად საკმარისი რაოდენობის თანხა შეეგროვებინათ.

წყარო: businessinsider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა