ავტორი:

"გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი'" - ჰუბერტ ქნირში

"გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი'" - ჰუბერტ ქნირში

უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის სამი თვე გავიდა. გერმანია, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ერთ-ერთ მთავარ აქტორად გვევლინება, ომში მყოფი ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდებას კვლავ აგრძელებს. მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ „პალიტრანიუსს“ გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში ესაუბრა.

ელჩის შეფასებით, ევროკავშირიში გაწევრიანებისთვის როგორც უკრაინას, ისე საქართველოს გრძელი გზის გავლა მოუწევთ.

"გზა ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ ჯერ კიდევ გრძელია. ის, რაც ახლა, რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის ამ გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა, რათა ეს ქვეყნები გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამ გზაზე ბევრი ამოცანა იქნება შესასრულებელი, ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი სამივე ქვეყანაში. უკრაინაში ეს ამჟამად ძნელი განსახორციელებელია აქტიური საომარი სიტუაციის პირობებში. მომდევნო წლებში ნათელი გახდება, ვინ შეძლებს ამ ცვლილებების განხორციელებას, ამ რეფორმების გატარებას, რომლებიც ქვეყნებს ისე შეცვლიან, რომ ისინი შეძლებენ ევროკავშირის წარმატებული წევრი ქვეყნები გახდნენ." - აღნიშნა ქნირშმა