ავტორი:

ჯონი დეპის მომხიბვლელი ადვოკატი ინტერნეტვარსკვლავი გახდა  - ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს

ჯონი დეპის მომხიბვლელი ადვოკატი ინტერნეტვარსკვლავი გახდა  - ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს

ყოფილი ცოლ-ქმრის, ჰოლივუდის ვარსკვლავების, ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. სხვადასხვა დეტალთან ერთად, საზოგადოებისთვის ახალი საინტერესო ფიგურა გამოიკვეთა - ჯონი დეპის ადვოკატი, კამილა ვასკესი.

მისი სახელი სოციალურ ქსელებში უმეტესად პოზიტიურ კონტექსტშია მოხსენიებული, "ტიკტოკზე" კი მილიონობით ნახვები აქვს სასამართლო პროცესიდან იმ ვიდეოებს, სადაც კამილას, როგორც იურისტის შესაძლებლობები ჩანს.

სოციალურ ქსელებში ბევრი წერს, რომ ჯონი დეპთან ერთად, ახლა უკვე კამილას ფანებიც არიან.

@inmymindat3am #fyp #johnnydepp #foryou #foryoupage #deppvsheard #johnnydeppisinnocent #amberheard #amberheardjohnnydepp #amberheardjohnnydepptrial #amberheardisguilty #johnnydepptiktok #johnnydepptrial #camillevasquez #deppvsheardtrial #deppvsturd #trending #viral #depptok ♬ original sound - inmymindat3am

37 წლის იურისტი კალიფორნიიდანაა. მან პროცესზე გამოვლენილი გონებამახვილობისა და "დაუნდობელი იურიდიული სტილის" გამოვლენისთანავე, ბევრი ფანი გაიჩინა. ვასკესი მაღალპროფილური საადვოკატო ფირმის თანამშრომელია.

ის სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეების სპეციალისტია და ცილისწამების საქმეებში მოსარჩელეების წარმომადგენლობაზეა ფოკუსირებული. 2021 წელს ის "საყურადღებო“ ადვოკატადაც დაასახელეს.

ორდღიანი ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ, კამილამ ჰერდი იმ ფოტოების გაყალბებაში დაადანაშაულა, სადაც ამბერის დალურჯებული სხეული ჩანს.. ჰერდის მტკიცებით, ეს დალურჯებები ჯონი დეპის ძალადობას ამტკიცებდა. ვასკესმა ჰერდის კარიერული წინსვლაც, ნაწილობრივ, დეპს მიაწერა: "ჯონი დეპმა მიგაღებინათ "აკვამენში“ როლი, ხომ ასეა?!", - მიმართა ამბერ ჰერდს დეპის ადვოკატმა.

ზოგი კრიტიკოსის აზრით, ვასკესი ქალების უფლებებს არღვევს, რადგანაც მას არ სჯერა "მსხვერპლი ქალის", თუმცა საზოგადოების ნაწილი კამილას აქებს "ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისთვის."

ადვოკატმა და ყოფილმა მოსამართლემ, ჰალიმ დანიდინამ, ეჭვი გამოთქვა, რომ საზოგადოებასა და ნაფიც მსაჯულებს ერთნაირი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ სასამართლო პროცესებზე. მისივე თქმით, ვასკესის პოპულარობა იმის მაჩვენებელია, რომ ეს ჰერდისთვის საკმაოდ რთული ბრძოლა იქნება.

"როცა საზოგადოებას არ მოსწონხარ და უფრო მეტიც, შენზე მეტად ჯონი დეპის ადვოკატი მოსწონს, რაც არ უნდა იყოს, ეს მაინც იმოქმედებს შენზე", - ამბობს ყოფილი მოსამართლე.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა