ავტორი:

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ემზადება? - მისი კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ემზადება? - მისი კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა

ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა ა.წ. 9 თებერვალს დატოვა. იმჟამად გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამას უარყოფდნენ.

დღეს ცნობილი გახდა, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა. ის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს. საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

პირი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ გახდება, თუ ამ საბჭოს წევრი არ არის. შეგახსენებთ, კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის ვადა 2023 წლის მარტში ეწურება, სავარაუდოდ, თურნავას საბჭოს წევრობა ერთ წელიწადში ეროვნული ბანკის პრეზიდენტობით გაგრძელდება.

შეგახსნებთ, ის ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლის აპრილიდან 2021 წლის 9 თებერვლამდე იკავებდა.