ავტორი:

"რუსეთი არ დასდევს უკრაინაში სპეცოპერაციის ვადებს, რადგან მნიშვნელოვანია უკრაინული ნაციზმის სრულად აღმოფხვრა" - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

"რუსეთი არ დასდევს უკრაინაში სპეცოპერაციის ვადებს, რადგან მნიშვნელოვანია უკრაინული ნაციზმის სრულად აღმოფხვრა" - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

რუსეთი არ დასდევს უკრაინაში სპეცოპერაციის ვადებს, რადგან მნიშვნელოვანია უკრაინული ნაციზმის სრულად აღმოფხვრა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

"ჩვენ არ ვედევნებით ვადებს. ნაციზმი ან 100%-ით უნდა აღმოიფხვრას, ან რამდენიმე წელში თავს კიდევ უფრო მახინჯი ფორმით წამოჰყოფს,“- აღნიშნა პატრუშევმა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ყველა დასახულ მიზანს განახორციელებს.

"პრეზიდენტის მიერ დასახული ყველა მიზანი შესრულდება. სხვაგვარად არ შეიძლება იყოს, რადგან სიმართლე, მათ შორის ისტორიული სიმართლე, ჩვენს მხარეზეა“, - განაცხადა პატრუშევმა.