ავტორი:

კრიპტოვალუტები, ბინები თბილისში და მეუღლის პრესტიჟული სამსახურები - რა ქონებას ფლობს გიორგი ვაშაძის ოჯახი?

კრიპტოვალუტები, ბინები თბილისში და მეუღლის პრესტიჟული სამსახურები - რა ქონებას ფლობს გიორგი ვაშაძის ოჯახი?

გიორგი ვაშაძემ კარიერა 2003 წელს დაიწყო, როდესაც ინტერპოლის ეცბ ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. 2005 წელს ვაშაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მომდევნო წელს კი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

2006-2010 წლებში ვაშაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გახლდათ. სწორედ მას მიაწერენ ყველა ქალაქში ერთიანი იუსტიციის სახლების აშენების იდეას.

2012-2016 წლებში გიორგი ვაშაძე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — "მეტი სარგებელი ხალხს“. თუმცა მოგვიანებით პარტია დატოვა და 2016 წლიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. პარლამენტის დეპუტატმა დეკლარაცია 2022 წლის მაისში შეავსო...

პოლიტიკოსს ჰყავს მეუღლე ქეთევან სიჭინავა და სამი არასრულწლოვანი შვილი - მიხეილ, დავით და ანასტასია ვაშაძეები.

ქეთევან სიჭინავას მფლობელობაშია თბილისში მდებარე 100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც 2007 წელს ჩუქებით მიიღო. სიჭინავა ასევე ფლობს თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე 4062 კვ.მ. კომერციული ფართის 70%-ს.

გიორგი ვაშაძემ 2014 წელს 5000 დოლარად თბილისში, მცხეთის ქუჩაზე მდებარე 30 კვ.მ. ავტოფარეხი შეიძინა. გიორგი ვაშაძის მფლობელობაშია ასევე 103 კვ.მ. ბინა თბილისში მცხეთის ქუჩაზე, რომელიც პოლიტიკოსმა 2014 წელს 70 000 დოლარად შეიძინა. ქეთევან სიჭინავა ფლობს მსუბუქ ავტომანქანა BMW X6-ს, რომელშიც 2016 წელს 100 000 დოლარი გადაიხადა.

გიორგი ვაშაძე კრიპტოვალუტით არის დაინტერესებული. დეპუტატმა Bitcoin 18000 დოლარად 57 ნომინალი შეიძინა. გიორგი ვაშაძე ასევე ფლობს 315 Etherium-ს. კრიპტოვალუტა 5000 დოლარად 2016 წელს შეიძინა.

დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ვაშაძეს თიბისის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 3446,86 ლარი, "საქართველოს ბანკის" ანაბარზე 9202,05 დოლარი, "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 864 დოლარი, „თი-ბი-სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 5079,62 ლარი, 77,62 დოლარი. „თი ბისი ბანკის" შემნახველ ანგარიშზე 62,71 დოლარი, ხოლო ანაბარზე 32 783,56 ლარი.

ქეთევან სიჭინავას "თი ბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 43,42 დოლარი, ანაბარზე 8 227 ლარი, 6 030 ევრო და 200 000 დოლარი. "თი ბი სი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 122,18 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე 1402,76 ევრო, ანაბარზე 5628 ლარი.

ქეთევან სიჭინავას „თი ბი სი“ ბანკის შემნახველ ანგარიშზე 50,85 ლარი, 2202,61 დოლარი, 15 102,74 ევრო, „საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 6244,08 ლარი, ანაბარზე 14 114,9 ლარი და 21 181,13 ევრო ჰქონდა.

გიორგი ვაშაძეს დანაზოგის სახით ჰქონდა 14 000 ლარი, 6000 დოლარი. ქეთევან სიჭინავას 5000 დოლარი...

გიორგი ვაშაძემ საქართველოს პარლამენტის აპარატის, პარლამენტის წევრობის სარგო 2021 კალენდარულ წელს მიიღო 49 894,12 ლარი. ინოვაციებისა და განვითარების ფონდი ექსპერტის თანამდებობაზე 15 000 ლარი.

ქეთევან სიჭინავამ, რომელიც ინოვაციების და განვითარების ფონდის დირექტორი გახლავთ, ხელფასის სახით მიიღო 38 500 ლარი. ქეთევან სიჭინავა ასევე ფონდ „ლიბერალური კვალის“ დირექტორია, სადაც ხელფასის სახით ერთ კალენდარულ წელში 15 000 ლარი დაერიცხა. ქეთევან სიჭინავა ასევე ქართული უნივერსიტეტის ლექტორია, საიდანაც სარგოს სახით 12 500 ლარი დაერიცხა. გიორგი ვაშაძეს საარჩევნო ფონდში გასავალის სახით 30 000 ლარი აქვს დაფიქსირებული.

წყვილმა ერთმანეთი წლების წინ ვენაში გაიცნეს. ქეთი იქ სასწავლებლად იყო წასული. მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა ერთ თვეში დიდი სიყვარულით გაგრძელდა. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში წლების შემდეგ ვენაში ცხოვრებისას მოწყობილ სიურპრიზებს ქეთი სიჭინავა ასე იხსენებდა:

- ერთხელ გვიან მოვედი უნივერსიტეტიდან, სკაიპით ველაპარაკე გიორგის, მკითხა, ახლა რა გინდაო, საჭმელი მენატრებოდა ძირითადად და ვუთხარი ფელამუში მენატრება-მეთქი. დაახლოებით 5 საათში, კარზე იყო კაკუნი, თვითონ ჩამოვიდა და ჩამომიტანა ფელამუში.

ამავე ინტერვიუში ქეთი მეუღლეზე ამბობდა, რომ მასთან კამათი მხოლოდ პოლიტიკაზე უწევდა, რადგან სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდათ გიორგი ვაშაძის ყოფილ პარტიაზე (ნაციონალური მოძრაობა)...